თეგი: ბონი დ. ჯენკინსი

რა საკითხებს განიხილავს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის წინ კომენტარს აკეთებს. ბონი ჯენკინსი იმ თემებზე საუბრობს, რომლებსაც თბილისში ვიზიტისას გაამახილებს ყურადღებას. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დახმარების შესახებ და ამ მიმართულებით ჩვენს სამუშაოზე სასაუბროდ. „საქართველოში ვიზიტისას შევხვდები ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებთანაც საერთო სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში, საერთო ინტერესთა სფეროში ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნავს ბონი ჯენკინსი.  ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

სალომე ზურაბიშვილმა და ბონი ჯენკინმა, შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო- შშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი. პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც  ადასტურებს იმას,  რომ საქართველო,  ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსარფრხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც. საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის. შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. პრეზიდენტმა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია. ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.